Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის    დეკანის

         ბ  რ ძ ა ნ ე ბ ა   

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №118/02-01,  24.04.2026  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან  (ბაკალავრიატი - მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№118/02-01,  24.04.2026) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (34 214  ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2. საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3.  დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

                ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

                ბ)  თამარ ქარაია -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის  

                      უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარის    მოადგილე

                გ) ელენე გელაშვილი  – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

                დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

                ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

                ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი              

                     სპეციალისტი, კომისიის მდივანი

                ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

          4.   დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის     

                გრანტით სრული   დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

        5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა  საბუთები  მიიღება   28.04.2026 – 2.05.2026  

             ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  social@tsu.ge

        6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება)

            უზრუნველყოს       დაინტერესებულ   პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო   

              ადგილზე  განთავსება.

                     7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.